მაჟორიტარობის 13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფოსგან – TI ანზორ ბოლქვაძის გავლენებზე

 

 

პარლამენტის წევრის „ქართული ოცნებიდან”, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ნათესავებისა და ახლო წრის შემოსავალმა ტენდერებიდან 2011-2021 წლებში 13 647 191 ლარს მიაღწია! – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო” ავრცელებს.

13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვებიდან – ორგანიზაციამ  მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახის წევრების, მისი ნათესავებისა და ახლო წრის კომპანიების მიერ მისი მაჟორიტარობის დროს სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებულ შემოსავალი შეაჯამა.

“ანზორ ბოლქვაძის პოლიტიკურ გააქტიურებასთან ერთად, 2008 წლიდან მისი ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ახლობლებმა თანდათან დაიწყეს კომპანიების დაფუძნება, რომელთა შემოსავალი მეტწილად სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე იზრდებოდა.

ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციის – გზების დეპარტამენტისა და ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებისგან. აღსანიშნავია, რომ საგზაო დეპარტამენტის სატენდერო კომისიაში მონაწილეობს ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე და ორგანიზაციის მიერ შესწავლილ არცერთ ოქმში ის არ აფიქსირებს ინტერესთა კონფლიქტს, როცა ხელშეკრულება მისი ნათესავის ან ოჯახის ახლობლის კომპანიასთან უნდა გაფორმდეს. თვალშისაცემია, ასევე, ამავე კომპანიების უკონკურენტო ტენდერების სიმრავლე სწორედ გზების დეპარტამენტთან”,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

pirveliradio

მსგავსი სიახლეები