იდენტიფიცირებულია ყველა მოძალადე, რომლებმაც სტუდენტები სცემეს

ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერებმა სტუდენტები სცემეს – ირკვევა,რომ სპორტსმენები “ქართლმა ოცნებამ” უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სტუდენტების დასარბევად გააგზავნა.

“ტვ პირველის” მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი მოძალადე, გიორგი ბარბაქაძე სტუდენტის მოხრჩობას, შემდეგ კი ჯგუფურად ჩაქოლვას ცდილობს.

“პირველების” მიერ  დადგენილი და გაშიფრულია ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც სტუდენტებს არბევდა.

დარბევის ერთ-ერთ მეთაური ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა რაზმის წევრია, მეორე კი კახი კალაძის ცოლის ძმის გიორგი არეშიძის საძმოს წევრი ნოდარ მათიაშვილი. 

თავდამსხმელებიდან ერთ-ერთ ნიკოლოზ მელიქიშვილია, მისი Facebook დოსიედან, ირკვევა რომ  თბილისის მერიასა და ისნის რაიონის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მუშაობს.

“ქართულმა ოცნებამ” სტუდენტების დასარბევად სპორტსმენებიც გამოიყვანა – ასეთია თორნიკე კაპანაძე, რომრელიც, ერთ-ერთ სპორტულ ფედერაციას ხელმძღვანელობს. “ტვ პირველის” მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ეს უკანასკნელი ახალგაზრდას წიხლს ურტყამს.

მოძალადეები პოლიციამ ადგილიდან განარიდა.

მსგავსი სიახლეები