ნიკა გვარამიას დაკავება უკიდურესად შემაშფოთებელია – HRW -ის პირველი შეფასება

“საუკეთესო შემთხვევაში საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპებს და უარეს შემთხვევაში, საქმეს შეიძლება გქონდეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან”– ასე აფასებს HRW-ის წარმომადგენელი ნიკა გვარამიას დაკავებას.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი მედიამენეჯერისთვის ბორკილების დადებას “უკიდურესად შემაშფოთებელს” უწოდებს:

დამოუკიდებელი მედიასაშუალების მენეჯერის დაკავებასთან დაკავშირებით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება, უკიდურესად შემაშფოთებელია. ხელისუფლების მცდელობა, რომ გაამართლოს, თითქოს ყველა თანასწორია კანონის წინაშე და ეს კანონის უზენაესობის ნაწილია, არაფერი აქვს საერთო იმასთან რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ და რაც დღეს საქართველოში ხდება. 

ვერ ვიხსენებ ვერცერთ საქმეს, როდესაც მედიის წარმომადგენელი, ასეთი თითიდან გამოწოვილი ბრალდებით ჩაესვათ ციხეში. სასამართლოს უამრავი ბერკეტი ჰქოდა სხვა გადაწყვეტილების მიღებისთვის და არ დაედო მედიის წარმომადგენლისთვის ბორკილი. “- უთხრა “პირველებს” გიორგი გოგიამ.

მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლების კრიტიკა საკმარისი ხდება იმისთვის, რომ მმართველმა ძალამ მოწინააღმდეგე ბანაკად აღგიქვას.

ის, რაც დღეს ვიხილეთ, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ასე ღიად დაესხა თავს არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ ოპოზიციას თუ მედიას სხვა არაფერია თუ არა კრიტიკული აზრის შეუწყნარებლობა. ეს ყოველივე უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის”- დასძინა გოგიამ. 

მსგავსი სიახლეები