მოლდოვა დნესტრისპირეთიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანას ითხოვს

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან რუსული შეიარაღებული ძალების უპირობო გაყვანა მოითხოვა. 

“ეს მხოლოდ დეკლარაცია არაა, ეს საჭიროებაა. ვიმუშავებ რუსეთთან იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება, რათა შეიარაღების [დნესტრისპირეთიდან] გამოყვანის საკითხი გადაწყდეს”. – თქვა სანდუმ.

16 მარტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აღიარა, რომ რუსეთს მოლდოვის ტერიტორიის ნაწილი, დნესტრისპირეთი აქვს ოკუპირებული.

ეს ევროპის საბჭოს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული.

პრორუსული სეპარატისტული რეგიონი დნესტრისპირეთი მოლდოვას 1990 წელს გამოეყო, რასაც 1992 წელს ომი მოჰყვა. კონფლიქტმა 1500-ზე მეტი მოქალაქე იმსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები