პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი კახა ქემოკლიძე „ქართულ ოცნებას” დებატებში იწვევს

კახა ქემოკლიძე სოციალურ ქსელში წერს:
ქართული ოცნების ერთ-ერთ სპიკერს გუშინ ტვ პირველზე ინგა გრიგოლიასთან უთქვამს: „პირველ დღეს (ანუ გახარიას გადადგომის დღე იგულისხმება) ენმ-ის ცენტრალური შტაბის შენობაში 200 დემოტივირებული ადამიანი, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ 800 ადამიანი იყო. ეს ინფორმაცია ჰქონდა გახარიასო“ … :))
როგორც ჩანს ამ ადამიანს ალბათ ჰგონია, რომ იმ ღამის დეტალები კანცელარიის ფლანგზე მხოლოდ გახარიამ იცოდა და ვეჭვობ, რომ ამის საფუძველზე თავს უფლებას აძლევს, რომ პირდაპირი ტყუილები ილაპარაკოს იმ კონკრეტულ ღონისძიებაზე (რომ არაფერი ვთქვათ აშშ-ს სასტუმროზე, თუმცა ამაზე შემდეგ სერიაში. დავაცადოთ, ჯერ კიდევ ილაპარაკონ … :))
სინამდვილეში, იმ ღამის დეტალებს კანცელარიაში გარკვეული თანამშრომლები არათუ აკვირდებოდნენ, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით ოპერატიულ რეჟიმში სწავლობდნენ და ყველა დონეზე რისკებს აანალიზებდნენ.
რეალურად იმ ღამეს (18 თებერვლის გამთენიას), შენობაში რომელშიც 10-მდე ოპერატორი და ლაივ სტრიმ კამერა მუშაობდა დაახლოებით 650 ადამიანი იმყოფებოდა. მათ, შორის: ახალგაზრდები (პირველი ხაზი), აქტიური პარტ-აქტივი (მეორე ხაზი), 35-მდე იმუნიტეტიანი პარლამენტის წევრი (მესამე ხაზი), ბლოკირებული მეორე და მესამე სართულის დამაკავშირებელი კიბის უჯრედი (მეოთხე ხაზი), მესამე სართულზე გამაგრებული 90-მდე ფიზიკურად ძლიერი პირი (მოჭიდავეები, ყოფილი სპორტსმენები, ხეობებიდან ჩამოყვანილი პიროვნებები, ყოფილი სპეცრაზმელები და ყოფილი სამხედროები)- (მეოთხე ხაზი) და თავად ბ-ნი მელია (ლიფტი, კი ბლოკირებული გასაღებით). ამის გარდა თავად შენობას, რომელიც შიგნით ლამის სრულად ვიტრაჟული ტიპისაა, წრედ ერტყა 350-მდე ავტომობილისგან შემდგარი ხელოვნური „ჯაჭვი“.
ამ ყველაფრის გარდა არ დაგვავიწყდეს, რომ იმ ღამეს შენობის შიგნით ემოციური ფონი იყო უკიდურესად დაძაბული და ბ-ნი სააკაშვილის მეცადინეობით ჩაშლილი გახლდათ ინსტრუქცია (ეს ღია წყაროებითაც კი დასტურდება), რომ პოლიციის შესვლა უნდა გამოყენებულიყო პროვოკაციად, რომელიც გადაიზრდებოდა აქტიურ ფიზიკურ დაპირისპირებაში (შესაძლოა სისხლისღვრაში), რაც ქვეყანას შეიყვანდა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში და ოპოზიცია შედეგად ახლო რადიუსში მიიღებდა ვადამდელ არჩევნებს!… აი სულ ეს იყო …
ქართული ოცნების “ლიდერშიპმა” ეს ყველაფერი იცის. ეჭვი მაქვს ისიც კარგად იცის, რომ უკვე რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც შენობის შიგნით ტემპერატურამ „ცხელ თავებში“ (უცხოელი მეგობრების დახმარებით) დაიწია, ადამიანების რაოდენობა არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა (რადგან პრაქტიკულად/ლოგიკურად ყოველთვის ასე ხდება ყველა ტიპის მიტინგზე. მუხტი იკლებს რაც მეტი დრო გადის და შესაბამისად ადამიანების რაოდენობაც მცირდება), მანამდე არსებული აგრესიაზე ორიენტირებული ინსტრუქცია 180 გრადუსით შეიცვალა (გაიხსენეთ დაკავებამდე, იმ ღამეს სკამზე ასული მელიას მოწოდება შენობის შიგნით) და საბოლოო ჯამში (გახარიას გადადგომის შედეგად მოგებული დროით) მოხერხდა მელიას აყვანა უკვე წინააღმდეგობის (ღვთის წყალობით ძალადობის და სისხლისღვრის) გარეშე!!!
ეს ყველაფერი რატომ მოვყევი?!
მეგობრებო (ქართული ოცნებიდან) არ გინდათ, რომ ამ თემაზე (და არა მარტო ) დებატებში დამიჯდეთ თქვენივე „მოედანზე“? აბა თუ გამომეხმაურებით ?!

მსგავსი სიახლეები