სოსო გოგაშვილი – მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები (აუდიო,ვიდეო, ფოტო და ა.შ.)

სახელმწიფო უსაფრტხოების სამასახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხიდან ახალ განცხადებას ავრცელებს.

ივანიშვილის ამ დავალების შემდეგ, მე უკვე საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება მომეგროვებინა მტკიცებულებები ამ ბინძური, მოღალატე ხელისუფლების შესახებ, რომლის ნაწილიც სამწუხაროდ მეც ვიყავი. სამხილებლად რუსულ სპეცსამსაურებთან თანამშრომლობის ამ ეპიზოდზე, ასევე სხვა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რასაც ვასაჯაროვებ, მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები (აუდიო,ვიდეო, ფოტო და ა.შ.) რაც შეეხება ვლადიკავკაზში გადაფრენას აირზენას ჩარტერით, ჩვენ ამ ფრენის შემდეგ მოსმენაზე დავსვით ორივე პილოტი, რადგან გადაგვეზღვია ინფორმაციის გაჟონვა და რამდენიმე თვე ვაკონტროლებდით.
მე ბუნებრივია ახლა არ დავასახელებ მათ გვარებს და არც ტელეფონის ნომრებს, გასაგები მიზეზების გამო, რაც მათ უსაფრთხოებას უკავშირდება. ისინი თუ გაითავისებენ თავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ამაზე ხმამაღლა ისაუბრებენ, ეს იქნება მათი პატრიოტიზმის გამოვლინება, რასაც მე მივესალმები. როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და მართლმსაჯულება განთავსიფულდება ივანიშვილის კონტროლისგან, ჩემგან მათ გადაეცემათ ყველანაირი მტკიცებულებები, ასევე, დაიკითხება ეს ორი პილოტი და კიდევ ბევრი სხვა. ეს მოხდება მაშინ, როდესაც უწყებები უკვე იქნებიან ნამდვილად ქართული და დამოუკიდებლები.
ვემსახურები საქართველოს!
სოსო გოგაშვილი,
306-ე საკანი.

მსგავსი სიახლეები