ვინ არის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილს “ჩიტი” უწოდა და აგინა

“მთავარმა არხის”  ინფორმაციით, დაადგინეს, ვინ არის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილს, გლდანის ციხის საავადმყოფოში მიყვანისას მიმართა ფრაზით “ჩაგიგდეთ, ჩიტო, ხელში?” და შეაგინა.

ტელეარხის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს პირი მე-18 დაწესებულების დირექტორის მოადგილე გოგა ორდენიძეა.

გოგა ორდენიძე წარსულში ნასამართლევია: 2001 წელს მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც ქრთამის აღება დაუმტკიცეს.

დაკავების დროს გოგა ორდენიძე ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში, მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

ორდენიძემ სასჯელის ნახევარი მოიხადა და ამნისტიით გათავისუფლდა, სასჯელაღსრულების სისტემაში კი კახი კახიშვილმა დააბრუნა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მინისტრი გახდა.

მსგავსი სიახლეები