გამოუშვა გარეთ იმიტომ, რომ ღარიბაშვილი თავად არის მოძალადე, თავად დგას მოძალადეებზე

TV პირველის ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თვითონაც მოძალადეა.

“დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უთხრა მოძალადეებს, სადაც დაინახავთ ჟურნალისტებს, ვინც გვაკრიტიკებს, დაესხით თავს, მოკალით ცემაში, პატარა შვილის თვალწინ შეგიძლიათ გაუსწორდეთ ან შეგიძლიათ ცემით სიკვდილამდე მიიყვანოთ, მაგრამ თქვენი თავისუფლება არის გარანტირებული. დღევანდელმა დამონებულმა სასამართლომ ეს ყველაფერი ცხადყო. სპეციალურად მიუსაჯეს ექვსი თვე, რომ უკვე გაათავისუფლონ, წინ არის არჩევნები და ჩვენ გვყავს მოძალადე ხელისუფლება, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ეს, როცა ასეთი სასტიკი ძალადობის ავტორები გამოუშვა გარეთ. გამოუშვა გარეთ იმიტომ, რომ ღარიბაშვილი თავად არის მოძალადე, ღარიბაშვილი თავად დგას მოძალადეებზე და ამ არჩევნებზე მოძალადეების იმედი აქვს”, – თქვა გრიგოლიამ.

მსგავსი სიახლეები