ნატო-ევროკავშირმა თანამშრომლობის ახალ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

„თანამშრომლობა არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა, როგორც ახლა“ — ამის შესახებ ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს მას შემდეგ, რაც ბრიუსელში, ბელგიაში, ურთიერთანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

მხარეებმა განაცხადეს, რომ შეთანხმების გაფორმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და მიმდინარე ომის ფონზე.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„პუტინს რამდენიმე დღეში სურდა უკრაინის მიტაცება და ჩვენი დაყოფა, თუმცა ორივე მიზანში ჩაფლავდა“, — განაცხადა სტოლტენბერგმა შეთანხმებაზე ხელმოწერისას.

შეთანხმების მიზანი ევროპის უსაფრთხოებისა და საერთო ინტერესების უფრო ეფექტიანი დაცვაა, რაც თანამშრომლობის გულისხმობს ახალ ხარისხში აყვანას.

მხარეების თქმით, ევროკავშირი და ნატო გააგრძელებენ რუსეთზე ზეწოლასა და უკრაინის დახმარებას, რათა მან ბოლომდე მიიყვანოს გამარჯვება.

მსგავსი სიახლეები