არასამთავრობოები სამაგიდო სიების გახსნას ითხოვენ

სამოქალაქო სექტორი სამაგიდო სიების გახსნას ითხოვს და არჩევნების გაყალბების მთავარი ინსტურმენტად სწორედ აღნიშნულ სიებს ასახელებს

ირკვევა, რომ სამაგიდო სიებში უამრავი მკვდარი სულია, ვის მაგივრადაც ხმას გაყალბებული პირადობებით აძლევდნენ, ასევე სიაში მყოფი ის მოქალაქეები, რომლებიც წლებია უცხოეთში ცხოვრობენ, სუს-ს დეტალურად აქვს აღრიცხული და მათ მაგივრადაც ხმას ე.წ. კარუსელის გამოყენებით აძლევდნენ.

სიების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიცია, “ქართული ოცნების” ხელისუფლება კი ტრადიციულად, ამის საჭიროებას ვერ ხედავს და უარზეა.

ისინი ამბობენ, რომ კონკრეტული არგუმენტის გარეშე, რომელიმე ოპოზიციონერისა და არასამთავრობოს ეჭვის საფუძველზე, სიების გახსნა არ შეიძლება.

მსგავსი სიახლეები