პროგრესი იკლებს, საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებას – ადამ კინზინგერი

შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “2012 წლამდე ამერიკისა და ევროპისგან სასამართლოს კრიტიკა არ მოუსმენია”.

კონგრესმენი კინზინგერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება შეთანხმებას არღვევს.

“ეს სრულიად სიცრუეა. ჩვენ კრიტიკულები ვიყავით და ეს ხშირად ხდებოდა. როგორც ჩანს პროგრესი იკლებს, საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებას”, – წერს კონგრესმენი კინზინგერი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები