საქართველოში კოვიდვაქცინით ორჯერ აცრილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა

საქართველოში ორჯერ აცრილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, მას ჰქონდა ქრონიკული დაავადებები და ექიმების ძალისხმებვა უშედეგო აღმოჩნდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, მსგავსი ფაქტები მსოფლიოშიც ფიქსირდება და ასეთი შემთხვევები მინიმალურია.

მისივე თქმით, ქავთარაძეზე არსებულ კლინიკაში, გაიხსნა სივრცე, საველე ჰოსპიტალი, რომელიც 200-მდე პაციენტს მიიღებს, მსგავსის შექმნა კახეთშიც განიხილება.

„ჰოსპიტალურ სექტორში არ გვაქვს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ საველე ჰოსპიტლები. მსგავსი რესურსის გამოყენებაზე მუშაობა მიმდინარეობს რეგიონშიც“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, თბილისსა და აჭარაში ეპიდვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის, სხვა რეგიონებში აღმავალი ტალღაა, მათ შორის არის კახეთი.

europetime

მსგავსი სიახლეები