„NATO-ს დაუფიქრებელი გაფართოება ასახავს იმავე მიზნებს, რომლებიც ემყარებოდა ჰიტლერის დოქტრინას“

“არსებითად, NATO-ს დაუფიქრებელი გაფართოება ასახავს იმავე მიზნებს, რომლებიც ემყარებოდა ჰიტლერის დოქტრინას “Drang nach Osten”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა.

მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა მიზანმიმართულად დაიწყო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განადგურება, “ამ დროს კი ყურადღება გაამახვილა რუსეთისთვის მიუღებელ საფრთხეებზე”.

“საკმარისია მხოლოდ აღვნიშნოთ აშშ-ის გამოსვლა 20 წელზე მეტი ხნის წინ ანტიბალისტიკური რაკეტების შეთანხმებიდან, ასევე საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულებიდან და ღია ცის ხელშეკრულებიდან” – თქვა მან.ლავროვმა დაადანაშაულა ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მარგინალიზებაში. ლავროვი თვლის, რომ აღნიშნული ორგანო აღარ თამაშობს არანაირ როლს ევროპის უსაფრთხოებაში.

მსგავსი სიახლეები