თეორიის დონეზე, გამოირიცხება თუ არა გახარიას კანდიდატურა თბილისის მერობის პოსტზე, პასუხი არის – არა

ქართულ პოლიტიკაში ზოგადად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, შესაბამისად, თეორიის დონეზე თუ ვისაუბრებთ, გამოირიცხება თუ არა ბატონი გახარიას კანდიდატურა თბილისის მერობის პოსტზე, პასუხი არის – არა – აცხადებს, პარტიის საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე.

“ქართულ პოლიტიკაში ზოგადად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, შესაბამისად, თეორიის დონეზე თუ ვისაუბრებთ, გამოირიცხება თუ არა ბატონი გახარიას კანდიდატურა თბილისის მერობის პოსტზე, პასუხი არის – არა. თუმცა, ეს არის მხოლოდ თეორიის დონეზე გაკეთებული დაშვება.

რაც შეეხება თვითონ კანდიდატურას, პარტია საქართველოსთვის, ბატონი გახარია, ისევე როგორც ჩვენ თითოეული გუნდის წევრი, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს სიღრმისეული ანალიზი პოლიტიკური ველის კვლევის, მათ შორის ფიგურალურ დონეზე, რაც დარწმუნებული ვარ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევარჩიოთ ძლიერი, ძალიან ანგარიშგასაწევი ადამიანი, რომელიც კონკურენციაში შევა ყველა ძლიერ ოპონენტთან”, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

მსგავსი სიახლეები