სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 17 მაისის საქმეზე 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებულთათვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3  მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე- 14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა). სასამართლომ ასევე დაადგინა მე-11 მუხლის დარღვევა (შეკრების აკრძალვა), მე -14 მუხლთან ერთად.

სასამართლომ დაადგინა, რომ ამ მუხლების დარღვევაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელმაც ვერ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფებისგან და ასევე ვერ უზრუნველყო ადეკვატური გამოძიება.

დაზარალებულები არიან 35 ქართველი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია (ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი და იდენტობა).

სასამართლოს პრეს რელიზში ნათქვამია, რომ 2013 წლის აპრილ-მაისში, დაზარალებულებმა მიმართეს მთავრობას, რომ დაეცვა ისინი რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომ აღენიშნათ, ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე 17 მაისს რუსთაველის გამზირზე, თბილისში და ჩაეტარებინათ ჩუმი “ფლეშ-მობი”. რაზეც, პრეს რელიზის თანახმად, მთავრობამ მათ უსაფრთხოება აღუთქვა, თუმცა შესთავაზა დემონსტრაციის გადატანა პუშკინის გამზირზე, რათა პირდაპირი შეჯახება მოსალოდნელ 10 000 მოწინააღმდეგე დემონსტრანტთან აერიდებინათ.

“2013 წლის 17 მაისს, პუშკინის გამზირზე მისულ 12 აქციის მონაწილეს დახვდა 35000-40 000 მოწინააღმდეგე დემონსტრანტი. ჯგუფი, რომელიც აქციის მონაწილეებისგან პოლიციის კორდონით იყო გამოყოფილი იმუქრებოდა სიკვდილით და სკანდირებდა ჰომოფობიურ შეურაცმხყოფელ სიტყვებს.” – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს პრეს რელიზში.

მსგავსი სიახლეები