ნათია თურნავა – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომდევნო წლებში სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება

ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომდევნო წლებში სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

ეკონომიკის მინისტრმა ამ მიმართულებით აქცენტი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთავრობა სულ მალე მიხვდება როგორ დააინტერესოს „ანაკლიის პორტის“ პროექტით ინვესტორები.

„შავი ზღვის სანაპირო კარიბჭეა, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს. აქ დღეს სამი დიდი პროექტი მიმდინარეობს – ფოთის პორტის გაფართოება, PACE-ის სატერმინალო ინფრასტრუქტურის აშენება, რომელიც აშშ-ის თანადაფინანსებით ხორციელდება და ანაკლიის პროექტი, რომელიც ჩვენი პრიორიტეტია. სულ მალე დასრულდება ძველი ტექნიკური დასაბუთების გადახედვა და ჩვენ მივხვდებით, როგორი სტრუქტურით გავხადოთ ეს პროექტი მეტად მიმზიდველი ინვესტორებთან სასაუბროდ“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ რკინიგზის მოდერნიზების და საქართველოში აეროპორტების გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 

წყარო: BM.GE

მსგავსი სიახლეები