თბილისში მოთოვს – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

სინოპტიკოსებისინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 16 ნოემბერს ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიკლებს და იწვიმებს. 17-18 ნოემბერს გამოიდარებს და ჰაერი +14, +15 გრადუსამდე გათბება.

16 ნოემბერს წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც, ტემპერატურა კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს. ხოლო 17 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში თოვლჭყაპს ელოდებიან, ტემპერატურა +7 გრადუსამდე შემცირდება. 18 ნოემბრიდან გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

თბილისში  16 ნოემბერს იწვიმებს და +12 გრადუსი იქნება. 17 ნოემბერს დედაქალაქშიც თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ტემპერატურა დაიკლებს და მაქსიმუმ +7 გრადუსამდე გათბება. 18 ნოემბრიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს. ტემპერატურა კი მცირედით, +8 გრადუსამდე მოიმატებს.

მთაში 16 ნოემბერს თოვლს ელოდებიან. ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით ჰაერი მაქსიმუმ +3 გრადუსამდე გათბება. 18 ნოემბრიდან აქაც გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მტება მოსალოდნელი არ არის და დღისით ჰაერი მაქსიმუმ +3 გრადუსამდე გათბება.

მსგავსი სიახლეები