კორონავირუსით დაინფიცირების ახალი მაჩვენებელი საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 057 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 172 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 043 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 373 728-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.27 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.72%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 841 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 357 090-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 415 პირი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები