გიორგი ყუფარაძე – ამ საქმესაც შემოდებენ თაროზე როგორც სხვა დანარჩენს!

ამ საქმესაც შემოდებენ თაროზე როგორც სხვა დანარჩენს!
(ყოველ შემთხვევაში  შემდეგ არჩევნებამდე მაინც).

რომელს და რატომ?!

ალბათ ნახეთ, დღეს შოთაძის უწყებამ თან დაადასტურა და თან უარყო ტვ პირველზე გასული სიუჟეტი, რომელიც „ტრიიი ტრიიიი“-ის  ფარულ ჩანაწერებად მოიხსენიება საზოგადოებაში.

გამოძიების შუალედური შედეგების თანახმად, რომელიც ფარული მიყურადების მიმართულებით არის აღძრული, ჩანაწერი 2012 წლამდეა გაკეთებული. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავს ფაქტს (სატელეფონო საუბარს) ადგილი ჰქონდა, რაც თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ მათზე მიყურადება ნამდვილად ხორციელდებოდა.

არსებული ინფორმაციით, დაკითხული არიან ძალოვანი სისტემის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის რიგითი თანამშრომლები, რომლებიც იმ დროს სავარაუდო შემხებლობაში შეიძლება ყოფილიყვნენ მომხდართან და სწორედ ის რიგითები, რომლებიც უბრალოდ მიღებულ დავალებებს ასრულებდნენ.

ჩნდება კითხვა და საკმაოდ ლეგიტიმურიც, მაშინ სად არიან ან რატომ არ მოხდა დავალების გამცემი პირების დაკითხვა?!

საქმე იმაშია, რომ სწორედ ეს პირები დღესაც მოწინავე თანამდებობებზე მუშაობენ, ზოგი დეპარტამენტის უფროსად და ზოგიც სამმართველოს უფროსეად, თან  ეს ყველამ კარგად იცის. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს საქმეც სხვა ბევრი საქმის მსგავსად თაროზე შემოიდება და ყველას დაავიწყდება, როგორც სხვა ბევრი მსგავსი საქმე.

P.S. ისე საინტერესოა მე და ჩემი ორგანიზაციის თანამშრომლებს რა მიზნით გვისმენენ, ტერორისებად ვყევართ „ინიციატორს“ მონიშნლი თუ ნარკო რეაზლიზატორებად?!

სამოქალაქო განვითარების და მონიტოინგის ცენტრი“ – ს

თავმჯდომარე: გიორგი ყუფარაძე

მსგავსი სიახლეები