დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე.

“შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად ღია სივრცეში პირბადეების ტარების რეკომენდაცია ძალაში რჩება”,- აღნიშნა ღიბრაძემ.

მსგავსი სიახლეები