ჟურნალისტ კობა ალხაზაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ჟურნალისტ კობა ალხაზაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი ჯანმრთელობის გაუარესება პოსტკოვიდურ პერიოდს უკავშირდება.

სამკურნალოდ მას თურქეთში გამგზავრება უკვე მეორედ მოუხდა. ბოლო დღეების განმავლობაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამჟამად ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ძვირადღირებული მკურნალობის კურსის ჩატარება ესაჭიროება.

37 წლის კობა ალხაზაშვილი სწრაფად პროგრესირებად ავთვისებიან სიმსივნეს უკვე ნახევარი წელია, ებრძვის. პოსტკოვიდურ პერიოდში მას ბრონქის სიმსივნე განუვითარდა, რაც შემდგომ თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

“თიბისი ბანკი” – GE18TB7022745061100103 (მიმღები გვანცა ციმინტია),

“საქართველოს ბანკი” – GE73BG0000000161978923 (მიმღები თეონა ალხაზაშვილი).

მსგავსი სიახლეები