შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშილის არაფორმალურ მმართველაბაზე ალაპარაკდა.
გახარიამ პარტიის წევრებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან იმისთვის წავიდა, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო.
“პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება და გაითვალისწინეთ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მე ჩემს თავსაც ვეუბნები ამას. მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა რომ მე წავედი პოლიტიკიდან. ის წავიდა იმისთის, რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში და ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლო პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება“ – თქვა გიორგი გახარიამ.
ტვპირველი