სამეგრელოში მამა-შვილს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა

სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა.

არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან.  “კურიერის” ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.

საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

 

GHN

მსგავსი სიახლეები