პიკი მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება – გაბუნია

პიკი, რომელიც დღეს გვაქვს, დასტაბილურებული არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე ტენდენციით ჩანს, რომ ეს მდგომარეობა მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება.

„ნახტომისებული ზრდა ბოლო დღეებში აღარ ყოფილა, თუმცა როგორც ვხედავთ, შემთხვევების მატება გრძელდება. პიკი, რომელიც ახლა გვაქვს, დასტაბილურებული ჯერ არ არის და ტენდენცია როგორც იკვეთება, მომდევნო კვირაშიც ასე გვექნება. პაციენტების უდიდესი ნაწილი რჩება ბინაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, ვირუსით 38 მოქალაქე გარდაიცვალა.

guria.tv

მსგავსი სიახლეები