იან კელი კალაძეს: საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით, ამას კისინჯერი ვერ მოიფიქრებდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონის მიმართ თბილისის მერ კახა კალაძის კომენტარს ეხმაურება.

“საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. არა მგონია, ეს კისინჯერსაც მოეფიქრებინა”, — წერს კელი Twitter-ზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის ერიკა ოლსონის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განახორციელოს მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმები, რომლებზეც პასუხისმგებლობა აიღო.

ამ განცხადების კომენტირებისას, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ იკითხვა, ვინ არის და რა თანამდებობა აქვს ერიკა ოლსონს.

„თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ არსებობდა“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები