ნათია მეზვრიშვილი – მიშელის შეთანხმებიდან სამი თვის თავზე ვხედავთ, რომ პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხარისხი შემცირებული არ არის, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
სამწუხაროდ, მიშელის შეთანხმებიდან სამი თვის თავზე ვხედავთ, რომ პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხარისხი შემცირებული არ არის, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცალკეული უმნიშვნელოვანესი პუნქტების ნაწილში, რომლებიც ეხება სასამართლო სისტემას, მის დამოუკიდებლობას, მეზვრიშვილის განცხადებით, შეთანხმება არ სრულდება.
„ჩემი მთავარი გზავნილი არის ნათლად და ცალსახად პოლარიზაციის დასრულება და რადიკალიზაციის ხარისხის შემცირება. სამწუხაროდ, მიშელის შეთანხმებიდან სამი თვის თავზე ვხედავთ, რომ პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხარისხი შემცირებული არ არის. უპირველესად, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ასევე ვნახეთ ცალკეული უმნიშვნელოვანესი პუნქტების, რომელიც ეხება სასამართლო სისტემას, მის დამოუკიდებლობას, რაც ეროვნული და ზეპარტიული საკითხია. ამ ნაწილში შეთანხმება არ სრულდება და ამაზე დავსვამთ აქცენტებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.