covid სტატისტიკა დღეის მდგომარეობით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 920 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 141 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 779 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595 264-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.19% , ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 954 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 559 996.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 541 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 522 შემთხვევა, აჭარა – 101, იმერეთი – 226, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 70, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 181, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 701 საიდანაც:

5 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 144, აჭარაში – 570, იმერეთში – 1 058.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 132, იმერეთში – 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში – 196, აჭარაში – 24, იმერეთში – 30.

1 225 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 – თბილისში, 304 – აჭარაში.

20 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 1.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 157 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 501 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები