ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს

ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და დავაანონსებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია გვექნება ამ საქმესთან დაკავშირებით,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, დღეს უფრო ხედავენ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე.

„ამ რეკომენდაციებში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ის, რომ უნდა შეწყდეს მედიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი, საეჭვო დევნა. მედიამ თავისუფლად უნდა შეძლოს მუშაობა. ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და ასევე დავაანონსებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით. წინასწარ გეტყვით, რომ არსებითად ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში ვერ ვნახეთ, რომ რაიმე უფრო მეტად არის დასაბუთებული. უფრო მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე. დეტალურად რამდენიმე დღეში მოგახსენებთ“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები