video – ირანში პროტესტი არ წყდება: აქციებისა და შეტაკებების მეშვიდე ღამე

ირანის ქალაქებში არ წყდება ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის დაღუპვით გამოწვეული პროტესტი. სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების თანახმად, 23 სექტემბრის ღამით მოქალაქეები კვლავ გამოვიდნენ აქციებზე სხვადასხვა ქალაქში. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შეტაკებებს უსაფრთხოების ძალებთან.

პროტესტის მეშვიდე ღამე

ირანში დემონსტრაციები გასულ კვირას, 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ამინი, რომელიც ირანის ქურთისტანის პროვინციიდან იყო, ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა “შეუსაბამო ჩაცმულობის” ბრალდებით. ქალის მშობლიურ პროვინციაში დაწყებული პროტესტი მალე სხვა ქალაქებსაც მოედო.

როგორც “რადიო თავისუფლების” სპარსულენოვანი ბიურო წერს, არის ცნობები დიდ დემონსტრაციებზე დედაქალაქ თეირანში. აქ 23 სექტემბერს მთავრობამ თავისი მხარდამჭერი აქცია დააორგანიზა, თუმცა, კადრების მიხედვით, შებინდებისას მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს საპროტესტოდ შეკრება სხვადასხვა უბანში.

მსგავსი სიახლეები