დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, “დელტა” შტამი ბევრად დამაზარალებელია, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამები ამის დასადასტურებლად კი ის, კანადის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას იშველიებს:
“ვიცით, რომ “დელტა” შტამი ბევრად დამაზარალებელია. კანადამ გამოაქვეყნა 2 დღის წინ, რომელიც ადასტურებს, რომ ამ შტამის შემთხვევაში ინფექციები 2-ჯერ სწრაფად ვრცელდება, ასევე, თითქმის 3-ჯერ უფრო მაღალია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრის რისკი და თითქმის 2-ჯერ იზრდება “დელტა” შტამის შემთხვევაში გარდაცვალების რისკი. ეს ყველაფერი ძალიან მაღალი რისკების წინაშე გვაყენებს დაავადების მართვის კუთხით,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.