“ქართულ ოცნებას” მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს – სენატორი რიში

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმიანება.

სენატორი რიშის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს.

“ქართული ოცნების გადაწყვეტილება გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან არის უარის თქმა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და მიანიშნებს იმას, რომ პარტიას აღელვებს მხოლოდ მომავალი და არა მთელი ქვეყნის მომავალი. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს”, – წერს სენატორი რიში.

წყარო: GHN

 

 

მსგავსი სიახლეები