ივანიშვილის ადვოკატი: პროცესზე ვიდეოგადაღების შეზღუდვა დაირღვა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ბერმუდის სასამართლოში პროცესზე, როდესაც ივანიშვილი ჩვენებას აძლევდა, ვიდეო და ფოტოგადაღების შეზღუდვა დაირღვა და ეს მათი “შესწავლის საგანია”. ივანიშვილის ჩვენების ვიდეო დღეს, 20 ნოემბერს ფორმულამ გაავრცელა.

“ეს [საქმე] არის ძალიან რეზონანსული, იმდენად, რომ ჩვენ უკვე ქართულ სივრცეში ვხედავთ გარკვეული ვიდეომასალების გავრცელებას და, საერთოდ, ეს ცალკე თემა არის, რომელიც, ვფიქრობ, შესწავლას მოითხოვს. ეჭვისა და ვარაუდების დონეზე ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, მიჭირს საუბარი, მაგრამ ერთი რამ ფაქტი არის, რომ გარკვეული ვიდეომასალა, რომელიც გავრცელდა ქართულ სივრცეში, სასამართლოს წესებით, პროცესის მიმდინარეობისას ნებისმიერი ფოტო და ვიდეოგადაღება იყო და არის აკრძალული. ისმის კითხვა – ვინ გააკეთა ეს და რა მიზნით გააკეთა.

ჩვენ თუ ლოგიკური გამორიცხვის მეთოდით ვივლით, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ ვინმეს გაეკეთებინა ჩვენი მხრიდან. თვითონ პროცესი არის საჯარო, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც სურვილი აქვს, თვალი ადევნოს, უნდა მიმართოს სასამართლოს და ის ტარდება შესაბამის რეგისტრაციაში, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მედიის წამომადგენელი. აქედან გამომდინარე, მე ვვარაუდობ, რომ ასეთი დაშვება გაკეთდა დაინტერესებულ პირზე ან პირთა ჯგუფზე. ამაში არაფერი უსწორო არ არის, უსწორო და დარღვევა მხოლოდ ისაა, რომ მოხდა ვიდეოგადაღებისა და ფოტოგადაღების შეზღუდვის დარღვევა და დღეს ეს მასალა გამოიყენება შიდა მოხმარებისათვის, რომელიც არც თუ დადებით ასოციაციებს იწვევს. […] ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ძალიან მარტივი პროცედურების შედეგად, შეიძლება, წვდომა მიეღო პროცესის მიმდინარეობაზე – წვდომის მიღების შემდეგ მან რომ დაარღვია ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვა, ეს არის ჩვენი შესწავლის საგანი”. – ამბობს ვიქტორ ყიფიანი იმედთან ინტერვიუში.

მან ძალიან ვრცელი შეფასება მისცა მის დამოკიდებულებას ბატონი ღარიბაშვილისადმი, აღნიშნა რა, რომ წლების განმავლობაში ბატონი ირაკლი იყო მისი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი აქტიური და თვალსაჩინო მონაწილე და, შესაბამისად, არაერთი საქებარი სიტყვით აღნიშნა მისი ნიშან-თვისებები”. – ამბობს ის.

მსგავსი სიახლეები