თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა.
გვირიტშვილი 2017 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
ცნობისთვის, 2021 წლის 25 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი – გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი იყო წარდგენილი.
წყარო: pirveliradio.ge