“აი, გაბუნიას რომ დაუჯდები და გახარიას “დანაშაულზე’” ილაპარაკებ, თან სულ იმეორებ, რომ ფაქტები არ გაქვს და მხოლოდ “გონივრული ეჭვით” ხელმძღვანელობ… მხოლოდ ლოგიკას ეყრდნობი…
ასეთი რა გაგიჭირდა, შვილო?!…
ვერ ხვდები, რომ ეს ქათამი გეკაიფება?!
თქვენ რა გჭირთ, ჩემო მეგობრებო, ამ უნამუსოს რომ აპრავებთ?…
თქვენ ხომ სულ სახეში აფურთხებდით იმ ადამიანებს, ვინც გრიგოლიას და ამ მტრის არხის ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს………….” – წერს ხატუნა ხოფერია
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” გადაცემაში “გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან” მის მიერ ადრე გამოთქმულ ვერსიაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.
წყარო: ipress