საინტერესო იქნება, შევხედოთ საქართველოს მთავრობას, როდესაც რუსეთი დამარცხდება

საინტერესო იქნება, შევხედო საქართველოს მთავრობას, როდესაც რუსეთი დამარცხდება, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტელეარხ “ფორმულასთან” ინტერვიუში.

“მსოფლიო გამჭვირვალეა. მინდა, საქართველოში ესმოდეთ, რომ შეიძლება რაღაცაზე გაბრაზე, რაღაცაზე უკმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ არსებობს აშკარა საკითხები. არსებობს ივანიშვილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ახლოს იყო რუსული ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენელთან. ეს მისი უფლებაა, ამას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ მსოფლიო ძალიან გამჭვირვალეა. […] მსოფლიო ნებისმიერ შემთხვევაში მივა დასკვნამდე, რომ პრორუსი ოლიგარქები არ უნდა დომინირებდნენ, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს არის ელემენტი, რომელიც კორუფციულ აურას ქმნის. დეოლიგარქიზაციას გარდაუვალია. განსაკუთრებით რაც შეეხება რუსს ან პრორუსს, როდესაც საქართველოზეა საუბარი, მაგრამ ეს ყველაფერი მთავრობის გადასაწყვეტია. თქვენი მთავრობა შეიძლება ბრაზდებოდეს ან არ ბრაზდებოდეს, მაგრამ არსებობს ობიექტური რეალობა. ჩემთვის საინტერესო იქნება, შევხედო საქართველოს მთავრობას, როდესაც რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. როგორ გაამართლებენ ისინი საკუთარ განცხადებებს ან სიჩუმეს. სიჩუმეც ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა პოდოლიაკმა.

მსგავსი სიახლეები