რატომ არ არაიან დაკავებულები, ამ “მოძალადე” ჯგუფების ორგანიზატორები

ვუყურებთ, ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულების სასამართლო პროცესებს და დასასჯელებიც უნდა დაისაჯონ, მაგრამ ერთი არავის უკითხავს, თუ რატომ არ არიან დაკავებულები, ამ “მოძალადე” გამოშტერებული, კუნთმაგარა ჯგუფების ორგანიზატორები.
ორგანიზების გარეშე ეს ხალხი ხომ არ შეიკრიბებოდა და კონკრეტული პიროვნების მითითების გარეშე ხომ არ დაუწყებდა ჟურნალისტებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას?!
ოთხი კონკრეტული დაჯგუფება მოქმედებდა 5-6 ივლისის ამბებში და დავიჯერო არ იციან შსს-ში, ვინ ახდენდა ამ ხალხის მობილიზებას და ვინ ვისგან იღებდა დავალებებს, თუ სად და როგორ უნდა მივარდნილიყვნენ?
ბოლო ბოლო სულ ყოველთვის რიგითი ადამიანები რატომ უნდა “იტისკებოდენ” და მათი “ბოსები” ისევ თავისუფლად დანავარდობდენ გარეთ და ითვლიდნენ იმ “საქმის” გაკეთებაში აღებულ მაყუთს….?!
წერს facebook გვერდზე

 სამოქალქაო განვითარებს და მონიტორინგის ცენტრის თავმჯდომარე გიორგი ყუფარაძე

მსგავსი სიახლეები