ვიდეო – იაპონიის ქალაქ ატამიში მეწყერი ჩამოწვა, მაშველები 20 ადამიანს ეძებე

იაპონიის ქალაქ ატამიში მეწყერის შედეგად დაკარგულ 20 ადამიანს ეძებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში მთიდან დაძრული ნაშალი მასა ჩანს, რომელიც ქალაქს დაატყდა თავს. სტიქიამ რამდენიმე სახლი დაანგრია. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იშოჰიდე სუგამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც რეაგირებას მოახდენს კატასტროფაზე და მასშტაბურ საგანგებო სიტუაციაზე, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლზე ძლიერი ნალექით არის გამოწვეული. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში პოლიცია, სახანძრო სამსახური და სამხედროები არიან ჩართული.

guria.tv

 

 

მსგავსი სიახლეები