ჟურნალისტებზე ძალადობა გრძელდება!

ჟურნალისტებზე ძალადობა გრძელდება!
გუგა მაისურაძე
“ტვ პირველის” ჟურნალისტი
ქეთევან წამებულზე აფთიაქს ვიღებდი , გამვლელმა კაცმა შეიძლება რაღაც გითხრაო? არ მცალია თქო, მაინც დაიწყო ლაპარაკი პარტიის მსახურები ხართო, მკვლელებს ემსახურებით, ნაც სექტა ხართო რამდენჯერმე ვუთხარი რომ გაეგრძელებინა გზა, რომ მისი საქმე არ იყო მე სად ვმუშაობდი, წასვლისას გვარი მკითხა, მერე მითხრა ნეტა მაისურაძე არ იყოო და მომააძახა ნაცი ხარო და გინებაც მოაყოლა
თვითონ მითხრა ჯაფარიძე ვარო, ეს ყველაფერი რათქმაუნდა ჩაწერილია, პირიც იდენტიფიცირებადია.
წაახალისეთ ძალადობა,არ დასაჯოთ ორგანიზატორები, გააკარით სისხლიანი პოსტერები მედიის წარმომადგენლები რომ არიან გამოსახულები, მერე ნაგლად გამოდი და თქვი რომ ყველა უბანში მეტი სიცოცხლე გინდა.
რომ გმობთ მედიაზე ძალადობას.
სამარცხვინო ხალხი ხართ უბრალოდ.

მსგავსი სიახლეები