„ნაციონალების“ ახდენილი ოცნება

„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“-ს მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების შესახებ. აღსანიშნავია, რომ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მათი დიდი ნაწილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი და აქტივისტია. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ რამოდენიმე განსაკუთრებულ შემთხვევას

“ოცნების” მიერ წარდგენილი “საოცნებო ნაციონალი” მერობის კანდიდატების სია!
1. სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი; საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “ნაციონალური მოძრაობა”, შემდეგ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
2. წყალტუბო – გენადი ბალანჩივაძე; გუმრის თემში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსი.
3. ხულო – ვახტანგ ბერიძე; 2001-2005 წწ. შსს ხულოს რაიონული განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი. 2005-2008 წწ. შსს ხულოს რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის უფროსი 2008-2012 წწ. შსს აჭარის ა.რ. მთავარი სამმართველო.
4. ბათუმი – არჩილ ჩიქოვანი; 2004-2010 წწ. მუშაობდა ბათუმის პროკურატურასა და შს-სამინისტროში. 2010-2013 წლებში მუშაობდა შს სამმართველოს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალურ სამმართველოში.
5. ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი; 2008-2009 წლებში მუშაობდა ქ. ნინოწმინდის #3 საჯარო სკოლის დირექტორად. 2009-2013 წლებში ეკავა ქ. ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა.
6. ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი; 2003-2006 წლებში იყო ფინანასთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსი;
7. ზუგდიდი – მამუკა წოწერია; 2004 – 2008 – მენეჯერ-კონსულტანტი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა; 2009-2011 წლებში მუშაობდა თბილისის მერიაში სხვადასხვა მოწინევე პოზიციებზე.
8. წალენჯიხა – გოგა გულორდავა; 2007წწ. საქართველოს კონტროლის პალატა; 2012 წელს “საქართველოს სატყეო საკონსულტაციო ცენტრის” დირექტორი;
9. წალკა – ილია საბაძე; 2011-2012 წლებში ის შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ოპერატიულ სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მანამდე, 12 წლის განმავლობაში ჯერ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (კუდი-სოდი) , შემდეგ კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წალკა-თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი იყო.
10. ჭიათურა – გივი მოდებაძე; 2004-2009 წელი – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილება; 2009-2013 წელი – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილება.
11. ქედა – როლანდ ბერიძე; 2007 წ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
12. ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე; 2003-2006 წლებში, ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი.
13. ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე; 2006 წლიდან №39 საოლქო საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა. (ვის ხელში იყო კომისიები გეხსომებათ)
14. გარდაბანი – დავით კარგარეთელი; 2009-2010 გარდაბნის მერიის, კეთილმოწყობის სამსახური.-2011 სოფელ მარტყოფის ტერიტორიული ერთეული, 2011-2013 გარდაბნის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
15. რუსთავი – ნინო ლაცაბიძე; 2008-2013 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიაში, ხოლო მისი მამა წლების მანძილზე გახლდათ რუსთავის მერის მოადგილე.
16. საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი; ნაციონალური მოძრაობის მსხვილი დამფინანსებელი.
17. ქ. თბილისი, ისანი – კახა ლაბუჩიძე; 2004-2005 გლდანი ნაძალადევის გამგებელი; 2005-2007 წლებში მუშაობდა მთავრობის კანცელარიაში სხვადასხვა პოზიციებზე; 2007-2008 წლებში ლაგოდეხის გამგებელი, 2008 წელი გურჯაანის გამგებელი; 2008-2009 წლებში მუშაობდა კონტროლის პალატაში სხვადასხვა პოზიციებზე.

მსგავსი სიახლეები