როგორ აბარებდა სამხარაულის ბიუროს ექსპერტი ნივთმტკიცებებს ლომბარდში

თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ წლის ბოლომდე გადაწყვეტს, როგორ დასჯის სამხარაულის ბიუროს ყოფილ მთავარ ექსპერტსრომელიც ნივთმტკიცებებს ლომბარდებში აბარებდა.

იმის მაგივრად, რომ ნივთმტკიცებების სახით ექსპერტიზის ბიუროში შესული ტექნიკა დალუქული შეენახათ, ის ლომბარდებში აღმოჩნდა. 29 წლის დავით უმანკოშვილი სამხარაულის ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოში მუშაობდა. მას თითქმის მთელი 2021 წლის განმავლობაში გაჰქონდა სამსახურიდან კომპიუტერები, ფოტოაპარატები და ტელეფონები.

უმანკოშვილის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ სამხარაულის ბიუროდან გატანილი ნივთების ღირებულება 150 ათას ლარამდე ავიდა. მიუხედავად ამისა, სანამ უმანკოშვილმა დანაშაული თავად არ აღიარა, ნივთმტკიცებების დაკარგვა ვერავინ შენიშნა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში საცავის მოწყობას თავისი წესი აქვს და, როგორც ამ უწყებაში ამტკიცებენ, ის ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოს ყველა ნორმას პასუხობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საცავი აღჭურვილია:

  • ღამის ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით;
  • სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო რკინის კარადებით (სეიფებით), რომლებიც განკუთვნილია ცეცხლსასროლი იარაღის, ძვირფასი ლითონების ნაკეთობებისა და სხვადასხვა ვალუტის შესანახად;
  • სპეციალური მაცივარ-დანადგარებით, რომლებიც განკუთვნილია სპეციალური ბიოლოგიური ნიმუშების შესანახად;
  • კარებზე დამონტაჟებული ელექტრონული დაშვების სისტემით;
  • უსაფრთხოების დარღვევისა და ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით.

საცავიდან ნივთმტკიცების გატანა ექსპერტებს შეუძლიათ და ისიც სპეციალურად დადგენილი წესით. ნივთმტკიცებები გამოაქვთ ექსპერტიზის ჩასატარებლად და ექსპერტიზის დასრულებამდე მათზე პასუხისმგებლობა მთლიანად ექსპერტს ეკისრება.

26 აგვისტოს მთავარი ექსპერტი დავით უმანკოშვილი ჯერ თავის უშუალო უფროსთან, შემდეგ კი პროკურატურაში მივიდა და დანაშაულში გამოტყდა. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის 182-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს. სასჯელი 7-11 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

იმ დროისთვის ლომბარდში ჩაბარებული ტექნიკიდან ბევრი რამ უკვე გაყიდული იყო და ახალი პატრონი ჰყავდა. სანამ პროკურატურამ ნივთმტკიცებები კერძო მეპატრონეებისგან ამოიღო, საგამოძიებო პერიოდის გაგრძელება სასამართლოს ორჯერ სთხოვა.

ახლა უკვე ყველა დაზარალებულის ნივთი ამოიღესმათ შორის ისინიცრომლებიც გაყიდული იყოძირითადად კომპიუტერები და ტელეფონებირაც შეეხება იმ ხალხსრომლებმაც ეს ტექნიკა შეიძინეს და ფული გადაიხადესვინაიდან ბრალდებული საჯარო მოხელე იყოამ შემთხვევაში მათი ზარალიც საჯარო სექტორმა უნდა აუნაზღაუროს“, – ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.

ექსპერტი დავით უმანკოშვილი ნივთმტკიცებად ამოღებულ კომპიუტერებსა თუ მობილურებში არსებულ ინფორმაციის სწავლობდა და აანალიზებდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტექნიკა სამხარაულის ბიუროში ნივთმტკიცებების სახით მოხვდა, დიდი ალბათობით, იქ მნიშვნელოვანი, ყოველ შემთხვევაში კონფიდენციალური ინფორმაცია ინახებოდა, რომელიც პატრონს პირვანდელი სახით უნდა დაბრუნებოდა.

შლიდა თუ არა უმანკოშვილი მფლობელთა პირად ან სამსახურებრივ ინფორმაციას ტექნიკის ლომბარდში ჩაბარების წინ, ამასთან დაკავშირებით განმარტებას არც მისი ადვოკატები აკეთებენ და არც უშუალოდ სამხარაულის ბიურო.

ტექნიკიდან ინფორმაცია ამოღებული იყო თუ არაამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებრადგან გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება“, – ამბობს უმანკოშვილის ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

დავით უმანკოშვილის მიმართ დღეის მდგომარეობით არ არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული შემაჯამებელი აქტიგამოთხოვილი ინფორმაცია ეხება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებსშესაბამისადბიურო მოკლებულია შესაძლებლობას წარმოგიდგინოთ ინფორმაცია თქვენი განცხადების სხვა კითხვებთან დაკავშირებით“, – ეს კი პასუხია სამხარაულის ბიუროდან რადიო თავისუფლების იმ კითხვებზე, რომელიც ნივთმტკიცებების წარმომავლობას, რაოდენობას, ღირებულებასა და სხვა დეტალებს შეეხებოდა.

ამ ეტაპზე არც ის ვიცით, ლომბარდში ჩაბარებული ტექნიკა რომელი და რამდენად მნიშვნელოვანი საქმეების ნივთმტკიცებებს წარმოადგენდა.

8 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მოსამართლემ წარმოდგენილი ნივთმკიცებების კანონიერება განიხილა.

დავით უმანკოშვილის ადვოკატის თქმით, ბრალდებული სრულად ეთანხმება თავისივე აღიარებულ დანაშაულს და ადასტურებს, რომ ყველა ნივთმტკიცება, რაც სასამართლოში წარადგინეს, რეალურია. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ რადგანაც ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, მას სასჯელის მინიმუმს, 7 წელს მიუსჯიან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    თეა თოფურია არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი

მსგავსი სიახლეები