ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს, ალბათ, ხვდებით, რომ უკან არაფერზე დავიხევ

ტვ პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია პოსტს აქვეყნებს:
2 დღეა წარმოუდგენელი ბულინგის, თავდასხმის, მუქარის ქვეშ უწევს ჩემს ოჯახს ცხოვრება. 2 დღეა, დუმს ყველა სახელმწიფო უწყება!!!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia არ თქვათ, რომ რაც სოცქსელში ხდება არ იცით!!! სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service არ თქვათ, რომ ეს მიზანმიმართული კამპანია გამოგეპარათ და ვერაფერს ამჩნევთ!!!
ის, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, ამ ბოლო მოვლენებმაც დაადასტურა! ის, რომ ამ ქვეყანაში მოძალადეების და პუტინის მეხოტბეებისთვის ყველაფერი გაპრავებულია ესეც ფაქტია, მაგრამ ზღვარი მართლა არაფერში გაქვთ???
რაც შეეხება მოძალადე ანდღულაძეს და აგორებულ კამპანიას _ კაცმა, იმის მაგივრად რომ ბოდიში მოეხადა, აქეთ დაიწყო ჩემი ლანძღვა და აბსურდული ბრალდებები. დადეთ ერთი კადრი, სადაც ვინმეს ზედმეტი ვაკადრე!!! დადეთ ერთი კადრი, სადაც ჟურნალისტური ეთიკა დავარღვიე!!!
გუშინ, მიზანმიმართულად არ მივედი სასამართლო პროცესზე, არც სამედიცინო დასკვნა წარმიდგენია და მგონი, დროა მართლა გაჩერთდეთ!!!
ნუ გაქვთ ილუზია, რომ სხვაზე მეტი იცით!!!
ნუ, ბევრის კაცობაზე აღარაფერს ვიტყვი. “კაცობა” პირობითად, რადგან საქართველოში კაცები ისე არ იქცევიან, როგორც ეს ხელისუფლების მიერ წახალისებული მოძალადეთა არმია!!!
ადამიანმა დროშა რომ ჩამოხია, რომ იძალადა და ათასი სიბინძურე რომ დამაბრალა მაშინ მისი ჯანმრელობა არავის (არც მას) რატომ არ ახსოვდა? მანიპულაციები რომ მშვენივრად გეხერხებათ ამაში ნამდვილად დავრწმუნდი!!! იმაშიც, რომ ეს მოძალადეთა დაჯგუფება ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ ამ კამპანიით თუ ფიქრობთ, რომ უკან დავიხევ, შემეშინდება, ძალიან ცდებით!!!!
ახლა, აქ მორალისტები ნუ შემოხტებით და უმჯობესია ყველამ მის საქმეს მიხედოს!!!
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს, ალბათ, ხვდებით, რომ უკან არაფერზე დავიხევ და ამიტომ, კეთილი ინებეთ და შესაბამისად მოიქეცით.
ხო, და კიდევ ერთი რამდენიმე ჩემი “კოლეგის” საყურადღებოდ _ რაც გინდა წერეთ და იკითხეთ, მართლა არაფერი დამაკლდება მე მაგით. უბრალოდ, ძალიან მალე დადგება დრო, რომ შეგრცხვებათ!!! შეგრცხვებათ, რომ ამ პუტინის მონებს აპრავებთ, თავზე ხელს აფარებთ!!! ეს რად გიღირთ არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ყველაფერი არ უნდა იკადროთ!!!
ამ თემაზე ეს ჩემი ბოლო განმარტებაა და არ ვაპირებ ახსნა_ განმარტებას!
საქართველო არასდროს გახდება რუსეთის გუბერნია და რაც არ უნდა კამპანია დაგეგმოთ, ააგოროთ და განახორციელოთ, ამ.მოცემულობას ვერავინ შეცვლის!!!
ხო, ისე, ეს კინო მე ნანახი მაქვს და ზუსტად ვიცი როგორც მთავრდება!!!
შეგახსენებთ, ტვ პირველის ჟურნალისტს ნატო გოგრლიას, ალტინფოს წევრი თვს დაესხა და მიაყენა ფიზიკური დაზიანება და დაუმტვრია ტელეფონი. რის შემდეგაც ალტინფოს წევრი დააკავეს და მას წინასწარი პატიმრობაც მიესაჯა!

მსგავსი სიახლეები