ივანიშვილი დღეს ჩვენებას მისცემს – Credit Suisse-ის წინააღმდეგ საქმის განხილვა სინგაპურში იწყება

Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამართლებრივი დავა სინგაპურში დღეს იწყება. ივანიშვილი მიყენებული ზარალის გამო 800 მილიონ დოლარს ითხოვს.

ბიძინა ივანიშვილი ჩვენებას სავარაუდოდ, ვიდეოთი მისცემს.

სასამართლო იმართება მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის ბერმუდის სიცოცხლის დაზღვევის განყოფილებასთან დაკავშირებულ პროცესზე გაიმარჯვა. ბერმუდში გამარჯვების შემდეგ სინგაპურის სასამართლო გადამწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ კრედიტ სუისს ივანიშვილისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ზარალის ანაზღაურება დაეკისრა ბერმუდის დავაში, რომელიც გასაჩივრების მოლოდინშია.

თავად Credit Suisse-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე სასამართლო საკითხებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, $800 მილიონი არის თანხა აქტივების მითვისებიდან, ასევე ის ზარალი, რომელიც სხვა შემთხვევაში ივანიშვილს არ მიადგებოდა. მათ სასამართლო პროცესის წინ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

მსგავსი სიახლეები