თამარ გაბუნია: 4 750 პირს Pfizer-ზე ჯავშანი არ დაუდასტურდა

“4750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა. ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც რიგი მიზეზების გამო ჯერ არ უწევდათ აცრის გაკეთება, თუმცა მათ მაინც შეიყვანეს თავიანთი მონაცემები პორტალზე. ასე რომ, რეალურად, 5 000-მდე ჯავშანი არ შედგა და, ბუნებრივია, ეს ადგილები დაემატება პორტალს.

მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ უახლოეს პერიოდში, დღესაც გამოვაცხადებთ, ხვალაც გამოვაცხადებთ ადგილების დამატებას და შეუძლიათ კიდევ დარეგისტრირდნენ.

დღეს, დღის ბოლომდე ჩვენ დეტალურად დავაანონსებთ დამატებით ადგილებს, მათ შორის, ის 4 750 ადგილი, რომელიც დარჩა მას შემდეგ, რაც რეგისტრაცია არ დადასტურდა. ამ 4 750 გაუქმებულ ჯავშანს უკავშირდება ისეთი მიზეზები, როგორიცაა ბუსტერ დოზაზე დარეგისტრირების მცდელობა, ან უკვე ორჯერ აცრილი პირი, იმის გამო, რომ შეემოწმებინა საიტი როგორ მუშაობდა – შეიყვანა მისი მონაცემები და დაიკავა ერთი ადგილი.

შევსება უპირატესად იგეგმება თბილისში, რადგან თბილისში არის ყველაზე დიდი მოთხოვნა.”

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები