„საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ამ ბიუსტებით გინდა?

ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიენე ტვიტერზე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც თბილისის აეროპორტში გადაღებული სტალინის ბიუსტი ჩანს და წერს:

„საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ამ ბიუსტებით გინდა? ბოლოს და ბოლოს, რასაც პუტინი ახლა უკრაინაში აკეთებს, დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილია“.

 

რასა იუკნევიჩიენე ამასთანავე ლიეტუვის პარლამენტის ყოფილი წევრია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი და ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მსგავსი სიახლეები