„მატყუარა კაცების პარლამენტი“ პლაკატი პარლამენტის სხდომათა დარბაზში

„მატყუარა კაცების პარლამენტი“ – ამ შინაარსის პლაკატი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის აივნიდან გადმოფინეს.

ამ ფორმით მათ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის იმ მუხლის კორექტირება გააპროტესტეს, რომელიც საარჩევნო სიაში გენდერულ კვოტირებას ეხება.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული მუხლი უარესდება.

სამნიძის განმარტებით, თუკი აქამდე არსებული ჩანაწერით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, საარჩევნო სიაში ყველა მეორე ქალი უნდა ყოფილიყო, ახლა ჩაიწერა, რომ ყველა მესამე უნდა იყოს, რითაც საკანონმდებლო ნორმა გაუარესდა.

მსგავსი სიახლეები