თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგია 5 სექტემბერს – ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოს გამო 5 სექტემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზრვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ზღვის უბნის დასახების Xა კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ) და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ურიდიას, ვახტანგ მახალდიანის, ჩაქვის, გიორგი სააკაძის, ცოტნე დადიანის და რკინიგზის ქუჩების  მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჩიტაძის, ასათიანის, ბესიკის, გრიბოედოვის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოჭორმის, არბოშიკის, გლახო ზახაროვის, იალბუზის, იორის, ლუსინიანის, ზურაბ ქვლივიძის და შოთა ნადირაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ  მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სოხუმის, ზუგდიდის, ვახუშტი ბაგრატიონის, ევდოშვილის, ცაბაძის, სანაპიროს, აგლაძის, ქუთაისის, ყიფიანის და ფოთის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კახაბერ კაციტაძის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“ – აცხადებენ თელასში.

მსგავსი სიახლეები