ამირან გამყრელიძე – იგეგმება მეტი ზედამხედველობა პირბადის ტარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარებაზე, მათ შორის დიდ თავყრილობებზე პირბადის ტარების კონტროლის გამკაცრება იგეგმება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველამ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რაც არის. რა თქმა უნდა იგეგმება მეტი ზედამხედველობა პირბადის ტარებაზე, მათ შორის დიდ თავყრილობებზე, იქნება ეს ქორწილები, ჭირის სუფრა, კონგრესები, კონფერენციები და ა.შ. ჩვენი ინიციატივაა, რომ ამ კონფერენციებსა და კონგრესებზე დაშვებულ იქნან მხოლოდ ორჯერ აცრილი ან ტესტირება ჩატარებული ადამიანები,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები