ნიკა ცხვარაძე – “ქართული ოცნება” ხომ კარგად ხართ?!

ქართული ოცნება / Georgian Dream ხომ კარგად ხართ ?
ერთის მხრივ, ამბობთ რომ ეპიდსიტუაცია შემაშფოთებელია, მეორეს მხრივ, მართავთ მრავალრიცხოვან ქეიფებს წინასაარჩევნოდ და არ იცავთ არანაირ რეგულაციებს, მესამე მხრივ, მსგავს ქმედებებზე მოქალაქეებს გვაჯარიმებთ და უპასუხისმგებლოებს გვეძახით, მეოთხე მხრივ, მინიმუმ 5 კონცერტი გაქვთ დაგეგმილი წინასაარჩევნოდ. არც რესტორნებში სიარულს იკლებთ ღამ-ღამობით.
მე მაინტერესებს, კანონი მარტო უბრალო მოკვდავებისთვის კანონობს ?
არავინ არ დაგრჩათ საღად მოაზროვნე ამხელა აპარატში ?
სამარცხვინო ქმედებებია თქვენი მხრიდან ბატონებო, უპასუხისმგებლო და ყველანაირ ლოგიკას და ზღვარს აცდენილი. დააჯარიმეთ ღარიბაშვილი ? დააჯარიმეთ ვინმე სხვა ? ჩვენ გვაჯარიმებთ, ბიუჯეტს ავსებთ, თქვენთვის არ არსებობს არანაირი კანონი და რეგულაციები როგორც სჩანს.
ამაზრზენად იქცევით, ხალხი დანევროზებულია ამდენი შეზღუდვებით, თქვენ კიდევ ცეცხლზე ნავთს ასხამთ.

ეგრე გააგრძელეთ, შორს წახვალთ.

სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრინიკა ცხვარაძე

მსგავსი სიახლეები