პარიზის ცენტრალურ ქუჩაზე ქართველების ოჯახი ღამეს მაღაზიასთან ათევს

,,პარიზის ცენტრალურ ქუჩაზე ქართველების ოჯახი ღამეს მაღაზიასთან ათევს, საიდანაც ცხელი ჰაერი გამოდის” – რას წერს ემიგრანტი

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი იმ სამწუხარო რეალობასა და უკიდურეს გაჭირვებაზე წერს, რასაც უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეები აწყდებიან.

,,დღეს პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გავიგე ქართულად მოსაუბრე პატარა ბავშვის ლაპარაკი და მისი დედის. ოჯახი უკვე მე-4 დღეა გარეთ ათევს. ისინი შეეკედლნენ ერთ-ერთ მაღაზიას, საიდანაც ცხელი ჰაერი გამოდიოდა და, სამწუხაროდ, ასეთი ხალხი ძალიან ბევრია. მე დროის უქონლობის გამო, შეძლებისდაგვარად დავეხმარე და გავაგზავნე ამ მისამართზე: 3 Rue de Lesdiguières. Bastille, სადაც მდებარეობს ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება საბუთის წარდგენაში. აქ მათ შეუძლიათ გაჭამონ დღისით და ღამე გაგათენებინონ კვირაში ერთხელ. ფოტო ინტერნეტიდან,  ყურადღების მოსაქცევად”, – დაწერა საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა.

,,სამწუხაროდ, ბევრი ოჯახია ქუჩაში ბავშვებით. თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ გაქვთ და ჩამოსვლის მიზანი მკურნალობაა ან მართლა სასიკვდილოდ არ მოგდევთ ვინმე, გაუფრთხილდით შვილების ფსიქიკას!”, ,,ვაიმე, თან როგორ ცივა, ნეტა, მანდეთ ვიყო ,სადმე ახლოს, შევიფარებდი”, ,,თუ შეიძლება მოძებნა, წავიყვანდი ჩემთან რამდენიმე დღით”, ,,ვაიმე, სუნთქვა შემეკრა, ახლოს მაინც ვცხოვრობდე, გოგოებო, დაფაცურდით”, – წერენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველები.

სამწუხაროდ, პოსტის ავტორს სხვა ინფორმაცია არ გააჩნია.

,,სამსახურიდან გამოვდიოდი ჩემს უფროსთან ერთად და მაგ მომენტში შემხვდა ეს ოჯახი. არც დრო მქონდა და არც საშუალება. რაც მოვასწარი, ორიოდე სიტყვით გავესაუბრე, ფული მივეცი და გავუშვი მეტროში, რომ ამ მისამართზე მისულიყვნენ. მხოლოდ ეს მოვიმოქმედე, სამწუხაროდ. იმედია, იმ ორგანიზაციაში მიხედავენ და ქუჩაში არ დატოვებენ”.

მსგავსი სიახლეები