კალაძის შეცდომები სახელმწიფოს $80 მილიონზე მეტი უჯდება

საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ ენერგოგიგანტთან, “ინტერ რაოსთან”,  სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში წააგო. საქმე ეხება კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდის საქმეს, რა დროსაც საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა.  “ინტერ რაოში” ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებმა დააზარალა, რომელიც 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგებოდა. ოკუპანტი რუსეთი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საქართველოს დამატებითი ჯარიმების ამოქმედებით ემუქრება.

საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის საკმაოდ დიდი თანხა.  ურჩევნიათ, შეასრულონ სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას და საქართველოს სახელმწიფო აჩვენებს, რომ ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის,   წინააღმდეგ შემთხვევაში ამოქმედდება ნიუ-იორკის კონვენციის წესები”, – აცხადებს რუსეთის სამრეწველო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ვადიმ ჩუბაროვი.

მსგავსი სიახლეები